მხატვრული ლიტერატურა
The Grandest Game
შვიდი ბილეთი. ოცნებების კუნძული. ცხოვრებისეული შანსი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ყველაზე გრანდიოზულ თამაშში“ (The Grandest Game) – ყოველწლიურ შეჯიბრში, რომელსაც მილიარდერი ეივერი გრემბსი და ის ოთხი ავადსახსენებელი ძმა ჰოთორნი მართავენ, რომელთა საოჯახო ქონებაც მან მემკვიდრეობით მიიღო. ეს თამაში შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს მისცეს შანსი მოიპოვოს დიდება და სიმდიდრე, წლევანდელ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად კი შვიდი ოქროს ბილეთიდან ერთ-ერთია საჭირო. როდესაც სასწორზე მილიონები დევს, ეს შვიდი მოთამაშე ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად.
ზოგიერთი მოთამაშე ამ თამაშში ფულის გამოა. ზოგი – ძალაუფლებისთვის. ზოგიც – სრულიად პირადი მიზეზების გამო. თითოეულ მათგანს აქვს საიდუმლოებები. ამ ყველაფრის ეპიცენტრშია გრეისონ ჰოთორნი, რომელსაც წლევანდელ თამაშში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. თუმცა, როდესაც დაძაბულობა იმატებს და გონების გამომცდელი გამოწვევები მოთამაშეებს შესაძლებლობების ზღვარზე აყენებს – ფიზიკურად, მენტალურად და ემოციურად – მალევე ხდება ნათელი, რომ წესებით ყველა როდი თამაშობს.
გაქვთ ის, რაც თამაშში ჩასაბმელად არის საჭირო?







