არამხატვრული ლიტერატურა
A Short History of Europe
ევროპა ორი ათასწლეულის განმავლობაში საოცრად წარმატებული კონტინენტია. ამ შთამბეჭდავ, ახალ ისტორიულ ნაშრომში ბესტსელერების ავტორი საიმონ ჯენკინსი მოგვითხრობს მისი ევოლუციის ისტორიას — მეომარი ტომების ბრძოლის ველიდან მშვიდობამდე, სიმდიდრემდე და თავისუფლებამდე. ეს არის მოვლენებით სავსე ამბავი, რომელიც იწყება საბერძნეთითა და რომით, გადის შუა საუკუნეებს, რეფორმაციასა და საფრანგეთის რევოლუციას, ორ მსოფლიო ომს და დღევანდელ დღემდე მოემართება.
ჯენკინსი აერთიანებს ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც არიან იულიუს კეისარი და ჟანა დ'არკი, უელინგტონი და ანგელა მერკელი, ასევე კულტურის მოღვაწეებს — არისტოტელედან შექსპირამდე და პიკასომდე. ეპოქების მანძილზე არსებული სხვადასხვა თემების კვლევით — დაწყებული ახალგაზრდული ამბიციებითა და რელიგიური კონფლიქტებით, დამთავრებული გეოგრაფიული შეზღუდვებითა და შემოსევებით — იგი თავისი საფირმო გამჭრიახობით, ცოცხალი თხრობითა და ავტორიტეტით ერთ ქრონოლოგიურ ნარატივში უყრის თავს მთავარ ძალებსა და დომინანტურ პერიოდებს.







