არამხატვრული ლიტერატურა
Women, Race & Class
„შავკანიანი ქალები თავიანთი მამაკაცების თანასწორნი იყვნენ იმ ჩაგვრაში, რომელსაც განიცდიდნენ; ისინი თავიანთი მამაკაცების სოციალური თანასწორნი იყვნენ მონათმფლობელურ საზოგადოებაში; და ისინი მონობას ზუსტად ისეთივე ვნებითა და მონდომებით ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც მამაკაცები“
მონობის ეპოქიდან მოყოლებული თანამედროვე უსამართლობებამდე, რადიკალი პოლიტიკური აქტივისტის, ანჯელა დევისის ეს ფუძემდებლური ისტორიული ნაშრომი რასობრივი, გენდერული და კლასობრივი უთანასწორობის შესახებ, გვთავაზობს ალტერნატიულ ხედვას ქალთა განმათავისუფლებელი ბრძოლების შესახებ. აბოლიციონისტური და ქალთა საარჩევნო უფლებების (სუფრაჟისტული) მოძრაობების გადახლართული ისტორიების კვლევით, დევისი ააშკარავებს თეთრკანიანთა ფემინიზმში არსებულ რასიზმსა და კლასობრივ ცრურწმენებს. ამით მას დღის სინათლეზე გამოჰყავს ახალი, პიონერი გმირები — პლანტაციის მონებიდან დაწყებული, ფაბრიკის მუშებით დამთავრებული — რომლებიც იბრძოდნენ და უარს ამბობდნენ იმ ცხოვრების მიღებაზე, რომელშიც დაიბადნენ.







