აკადემიური წიგნები
The Diary of a CEO
ეს არ არის წიგნი ბიზნესსტრატეგიაზე. სტრატეგია წელიწადის დროებივით იცვლება.
ეს წიგნი ეხება რაღაც ბევრად უფრო მუდმივს.
ყველა იმ წარმატებისა თუ მარცხის ცენტრში, რომელსაც ავტორი პირისპირ შეხვედრია — როგორც საკუთარი სამეწარმეო გზის, ისე თავის პოდკასტში ჩაწერილი ათასობით ინტერვიუს განმავლობაში — დგას პრინციპების ერთობლიობა. ეს პრინციპები უძლებს დროს, ერგება ნებისმიერ ინდუსტრიას და გამოადგება ყველას, ვინც მიისწრაფვის რაიმე დიდებულის შექმნისკენ ან თავად დიდი პიროვნებად ჩამოყალიბებისკენ.
ეს არის ფუნდამენტური კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ სრულყოფილებას.
ისინი ეფუძნება ფსიქოლოგიასა და ქცევით მეცნიერებას, ეყრდნობა ათიათასობით იმ ადამიანის გამოცდილებას, რომლებიც მან ყველა კონტინენტსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხა, და, რა თქმა უნდა, მომდინარეობს იმ საუბრებიდან, რომლებიც ავტორს თავის რეიტინგულ პოდკასტში მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ადამიანებთან ჰქონია.
ეს კანონები იმუშავებს ახლაც და 100 წლის შემდეგაც. მზად ხართ დასაწყებად?







