არამხატვრული ლიტერატურა
The Yellow House
ორი არტისტული გიგანტი. ერთი პატარა სახლი.
1888 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე საფრანგეთის პროვინციულ ქალაქ არლში, ერთი სახურავის ქვეშ, ორმა, იმ დროისთვის დიდწილად უცნობმა, მხატვარმა იცხოვრა. პოლ გოგენი და ვინსენტ ვან გოგი ერთად ჭამდნენ, სვამდნენ, საუბრობდნენ, კამათობდნენ, ეძინათ და ხატავდნენ, რამაც დასაბამი მისცა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ და გასაოცარ შემოქმედებით აღმავლობას. თუმცა, კვირების გასვლასთან ერთად, ვან გოგი დაძაბულობისგან გატყდა, თავის კომპანიონს დაუპირისპირდა და საკუთარ თავზე განახორციელა ძალადობის ისეთი აქტი, რომელმაც გოგენს მეგობართან დამშვიდობების გარეშე გაქცევა აიძულა.
„ყვითელი სახლი“ არის მათი ერთად გატარებული დროის ინტიმური პორტრეტი, ისევე როგორც მყიფე მეგობრობის, ხელოვნების, სიგიჟის, გენიალურობისა და თვითდასახიჩრების იმ შოკისმომგვრელი აქტის ნაზი კვლევა, რომლის ახსნასაც მსოფლიო მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს.







