არამხატვრული ლიტერატურა
Love for Imperfect Things
ბევრი ჩვენგანი ცხოვრებისეულ სტრესს საკუთარ თავში ჩაკეტვითა და პრობლემების იგნორირებით პასუხობს, რაც ხანდახან შფოთვასა თუ დეპრესიაში გადადის. სხვები კი უფრო თავდაუზოგავ შრომას იწყებენ სამსახურში, სკოლასა თუ სახლში, იმ იმედით, რომ ეს მათ და მათ საყვარელ ადამიანებს გააბედნიერებს.
მაგრამ რა მოხდებოდა, უბრალოდ საკუთარ თავად ყოფნა რომ საკმარისი აღმოჩნდეს? ისევე, როგორც თვითმფრინავში გვირჩევენ, რომ სხვების დახმარებამდე ჟანგბადის ნიღაბი ჯერ თავად გავიკეთოთ, ჩვენც ჯერ საკუთარ თავთან უნდა ვიპოვოთ სიმშვიდე, სანამ გარესამყაროსთან შევძლებთ მშვიდობიან თანაარსებობას.
თავის საერთაშორისო ბესტსელერის — „რასაც მხოლოდ მაშინ დაინახავ, როცა ტემპს შეანელებ“ — ამ მშვენიერ გაგრძელებაში, ბუდისტი ბერი ჰემინ სუნიმი თავის საფირმო სიბრძნესა და სიკეთეს საკუთარ თავზე ზრუნვისკენ მიმართავს. იგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის — და იმ ნაკლოვანებების მიღებით, რომლებიც თქვენს პიროვნებას აყალიბებს — შეძლებთ თანაგრძნობით სავსე და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას პარტნიორთან, ოჯახთან და მეგობრებთან.







