მხატვრული ლიტერატურა
Gardens Of The Moon
დაუსრულებელი ომებით, შიდადაპირისპირებებითა და ლორდ ანომანდერ რეიკთან და მის ტისტე ანდიებთან (Tiste Andii) სისხლიანი შეტაკებებით დაუძლურებულ, უზარმაზარ და ვრცელ მალაზანის იმპერიაში (Malazan empire) უკმაყოფილება დუღს.
ამოსუნთქვას მისი საიმპერატორო ლეგიონებიც კი ნატრობენ.
სერჟანტ ვისკიჯეკისა (Whiskeyjack) და მისი „ხიდების დამწვრელებისთვის“ (Bridgeburners), ისევე როგორც ტატერსაილისთვის – მეორე ლეგიონის ერთადერთი გადარჩენილი ჯადოქრისთვის – პეილის (Pale) ალყის შემდგომი პერიოდი მიცვალებულთა გლოვის ჟამი უნდა ყოფილიყო. თუმცა დარუჯისტანი (Darujhistan), გენაბაკისის (Genabackis) თავისუფალი ქალაქებიდან უკანასკნელი, კვლავ უწევს წინააღმდეგობას იმპერიას, იმპერატრიცა ლასინის (Lasseen) ამბიციებს კი საზღვარი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ამ დიდ თამაშში იმპერია მარტო არ არის. ბოროტი ძალები იკრიბებიან, რადგან თავად ღმერთები ემზადებიან თავიანთი სვლის გასაკეთებლად...
ეპიკური მასშტაბით ჩაფიქრებული და დაწერილი „მთვარის ბაღები“ (Gardens of the Moon) სუნთქვის შემკვრელი მიღწევაა – რომანი, რომელშიც გრანდიოზული ჩანაფიქრი, ბნელი და კომპლექსური მითოლოგია, ველური და დაუმორჩილებელი მაგია და დაუვიწყარი პერსონაჟების მთელი პლეადა ერწყმის ამაღელვებელ, ძლიერ თხრობას და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.







