მხატვრული ლიტერატურა
The Safekeep
ეს არის მძაფრი ამბავი გამრუდებულ ლტოლვაზე, წარსულსა და სახლებზე, და შურისძიების მოულოდნელ ფორმაზე — პატრიცია ჰაისმიტის, სარა უოტერსისა და იენ მაკიუენის „მონანიების“ (Atonement) მკითხველებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თხუთმეტი წელი გავიდა. იზაბელმა გარდაცვლილი დედის აგარაკზე დისციპლინითა და მკაცრი რუტინით აღსავსე განმარტოებული ცხოვრება მოიწყო, სადაც არცერთი ჩანგალი და არცერთი სიტყვა არ არის თავის ადგილს აცდენილი. თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც მისი ძმა, ლუი, იზაბელის ზღურბლზე თავის უტაქტო ახალ შეყვარებულს, ევას მიაყვანს — სტუმრად, რომელიც იქ მთელი სეზონით აპირებს დარჩენას…
ზაფხულის პკინვარე სიცხეში, იზაბელის სასოწარკვეთილი მოთხოვნილება კონტროლზე დუღილის წერტილს აღწევს. ორ ქალს შორის მომხდარ ამბავს კი ისეთ აღმოჩენამდე მივყავართ, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რაც კი მას ოდესმე სცოდნია.







