მხატვრული ლიტერატურა
Curious Incident of the Dog in the Night-time
„ბევრი რამ არის საიდუმლოებით მოცული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ გააჩნიათ“.
ეს კრისტოფერის დეტექტიური ისტორიაა მკვლელობის შესახებ. ამ ამბავში არცერთი ტყუილი არ არის, რადგან კრისტოფერს ტყუილის თქმა უბრალოდ არ შეუძლია. კრისტოფერს არ უყვარს უცხო ადამიანები, ყვითელი ან ყავისფერი ფერები და სხეულზე შეხება. მეორე მხრივ, მან იცის მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათი დედაქალაქები და თითოეული მარტივი რიცხვი 7507-მდე. როდესაც კრისტოფერი გადაწყვეტს გაარკვიოს, ვინ მოკლა მეზობლის ძაღლი, მისი დეტექტიური ისტორია იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა.







