არამხატვრული ლიტერატურა
The Roads To Rome
„ყველა გზა რომში მიდის“. ეს შუა საუკუნეების ანდაზაა, თუმცა დღესაც სიმართლეს შეესაბამება: თანამედროვე ევროპული გზები კვლავაც მიჰყვება ძველი იმპერიის ქსელებს, რითაც ისინი აერთიანებენ ჩვენს ისტორიებს და კვლავინდებურად აღძრავენ ჩვენს ფანტაზიას.
მათი აშენებიდან გასული ორი ათასი წლის განმავლობაში, ამ გზებზე დადიოდნენ ჯვაროსნები და მომლოცველები, განმანთავისუფლებლები და დიქტატორები, აგრეთვე ტურისტები და მწერლები, ლტოლვილები და ხელოვანები. კეტრინ ფლეჩერი (Catherine Fletcher) გვიჩვენებს, რომ ეს გზები, როგორც ვაჭრობისა და მოგზაურობის არხები, ასევე დაპყრობებისა და შემოქმედების მარშრუტები, სამუდამოდ ცვლიდნენ კულტურებს და ერთმანეთთან აკავშირებდნენ ევროპისა თუ მისი ფარგლებს გარეთ მცხოვრები მრავალფეროვანი ხალხის ბედს.
აპიუსის გზაზე (Appian Way) საკუთარი გასეირნების გახსენებისას ჩარლზ დიკენსმა აღნიშნა, რომ აქ „ისტორიაა ყველა ქვაში, რომელიც კი მიწაზეა მიმოფანტული“. გამორჩეულ ორიგინალურ კვლევაზე დაყრდნობით, სიცოცხლითა და დრამატიზმით აღსავსე ეს ნაშრომი პირველი წიგნია, რომელიც ორიათასწლოვან ისტორიას ოდესმე აშენებული ერთ-ერთი უდიდესი იმპერიული ქსელის პრიზმიდან იკვლევს.







