პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
მაიმუნის წელიწადი

ქართული მხატვრული ლიტერატურა

მაიმუნის წელიწადი

ავტორი
პატი სმითი
ენა
ქართული
ISBN
9789941377976
გვერდები
212
წონა
0.250   კგ
გამოცემა
2026
ფორმატი
softcover
აღწერა

პატი სმითის მოგონებებისა და სიზმრების საგა გრძელდება. წარსული და აწმყო, სინამდვილე და წარმოსახვა, ლოგიკური აზროვნება და წინათგრძნობა ქართულად გამოცემულ მის მესამე წიგნშიც კვლავ ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, ისე რომ ძნელია, გაარჩიო, სად გადის მათ შორის ზღვარი. თუმცა, პატი სმითის თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ამ უჩვეულო ხელოვანის – მომღერლის, მხატვრის, პოეტის, კომპოზიტორის – „პორტალებში“ სვლა მართლაც უსაშველოდ საინტერესოა. თურმე შესაძლებელია, საყვარელ ადგილებში მოგზაურობისას შენი თანმხლები მექსიკელი ინტელექტუალი თან არსებობდეს და თან არა, ანდა სასტუმროს აბრა განუწყვეტლივ გელაპარაკებოდეს და ყველგან უკან დაგდევდეს, ან კიდევ მეგობარი პოეტი აზროვნების ძალით, ჰაერის ტალღებით გიგზავნიდეს შეტყობინებებს; შენ კი დროდადრო შუა საუკუნეებში გადაინაცვლო, გენტის საკურთხევლის ხატვას შეესწრო და, იქიდან დაბრუნებულმა, ხელიდან წითელი საღებავი ვეღარ მოიშორო. ეს უჩვეულო, სასწაულებრივი ამბები მაშინ ხდება, როცა „სამყარო მომაკვდინებელ სიგიჟეს მოუცავს“ (ანტონენ არტო), პატი სმითი კი თითქოს გვასწავლის, სიცოცხლის შემოდგომის მიწურულს როგორ შეიძლება ვებრძოლოთ უსიამოვნო ამბებით მოგვრილ იმედგაცრუებასა და ნაღველს.