მხატვრული ლიტერატურა
Artificial wisdom
„ხელოვნური სიბრძნე“ (Artificial Wisdom) არის ჟანრობრივი საზღვრების დამანგრეველი ტექნოთრილერი. იგი გვიჩვენებს ახლო მომავლის სამყაროს, სადაც ხელოვნური ინტელექტი გლობალურ პოლიტიკას მართავს. კაცობრიობა იძულებულია, კლიმატური კატასტროფით განადგურებულ გარემოში გადარჩენის ეთიკურ ფასს დაუპირისპირდეს.
წლის ყველაზე მოულოდნელი თრილერი. ვის ანდობდით მომავალს?
წელი 2050. კლიმატური კატასტროფის პირისპირ აღმოჩენილ სამყაროს მხოლოდ ერთი რადიკალური გამოსავალი რჩება: გლობალური ლიდერი, რომელიც მას მოახლოებულ აპოკალიფსში გაუძღვება. ფინალში ორი კანდიდატია: აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ლოკვუდი და სოლომონი — მსოფლიოში პირველი პოლიტიკური ხელოვნური ინტელექტი.
როდესაც გლობალური შეთქმულების შესახებ ხმები ვრცელდება, გამომძიებელი ჟურნალისტი მარკუს ტალი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, რადგან სოლომონის შემქმნელს მოკლულს პოულობენ. ერთ ღამეში ერთი გამოძიება ორად იქცევა. სასწორზე უკვე აღარ არის მხოლოდ არჩევნების შედეგები, წყდება მთელი კაცობრიობის მომავალი. ადამიანები მოულოდნელად შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგებიან — ხსნასა და თავისუფლებას შორის.







