პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Why War?

არამხატვრული ლიტერატურა

Why War?

ავტორი
Richard Overy
ენა
ინგლისური
ISBN
9780241567616
გვერდები
400
წონა
0.240   კგ
გამოცემა
2025
ფორმატი
softcover
აღწერა

„მდიდარი, შთამნთქმელი წიგნი... ოვერი უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიკოსია“. — The Daily Telegraph

რატომ იყო ომი ყოველთვის კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილი?
ბიოლოგიიდან დაწყებული რწმენით დასრულებული, რა ხსნის ძალადობრივი კონფლიქტების ასეთ მდგრადობას?
რა შუქს ჰფენს ეს კაცობრიობის წარსულსა და მის მომავალს?

მცირე თუ მოიძებნება იმაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სადავო საკითხი, ვიდრე კონფლიქტებისადმი ადამიანის მიდრეკილების გააზრების მცდელობაა. ჩვენი ისტორია განუყრელად არის გადახლართული ადამიანებს შორის გამართული ომების ტალღებში იქიდან მოყოლებული, საიდანაც კი რაიმე ჩანაწერი არსებობს.

ადამიანები არაერთხელ ამბობდნენ უარს ომზე, კარგად ესმოდათ მისი შემზარავი რისკები და სურდათ უფრო მშვიდობიანი და პროდუქტიული საზოგადოებების შექმნა. მიუხედავად ამისა, თითქმის გარდაუვალად იქმნება ხოლმე ისეთი გარემოებები, რომელთა დროსაც ომი კიდევ ერთხელ გვევლინება გარდაუვალ ან თუნდაც სასურველ გამოსავლად.

როგორ შევიცნოთ ის, რასაც აინშტაინმა „ადამიანის ნებისა და გრძნობების ბნელი კუნჭულები“ უწოდა? რიჩარდ ოვერი (Richard Overy) ეყრდნობა კონფლიქტების კვლევას, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, რათა შექმნას ეს დამაფიქრებელი ნაშრომი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ომის გამომწვევი მიზეზები. ომის ყველა ასპექტის განხილვით — ბიოლოგიიდან რწმენამდე, ფსიქოლოგიიდან უსაფრთხოებამდე — ოვერი მკითხველს საშუალებას აძლევს დაინახოს ის მრავალი ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთგამაძლიერებელი გზა, რომელთა გამოც ომი მოულოდნელად ლეგიტიმურ არჩევნად იქცევა ხოლმე. იგი ასევე გვიჩვენებს, თუ რატომ იქნება ომი ჩვენი მომავლის ნაწილი ისევე, როგორც წარსულის.