Georgian Fiction
ARGONVTEBI
სუბიექტი, რომელიც ამბობს „მიყვარხარ“, იმ არგონავტს ჰგავს, „რომელიც გემს განაახლებს, მაგრამ სახელს არ გამოუცვლის“. შეყვარებული ადამიანის მიერ წარმოთქმული „მიყვარხარ“ „არგოს“ ჰგავს, რომლის ნაწილებიც დროთა დინებაში გამოიცვლება, სახელი კი იგივე რჩება. ამ სიტყვის მნიშვნელობა ყოველი წარმოთქმისას, ყოველი კონკრეტული ვითარების თანახმად უნდა იცვლებოდეს, რადგან „თავად სიყვარულისა და ენის დანიშნულება ისაა, რომ ერთსა და იმავე ფრაზას მუდამ ახალი შინაარსი შესძინოს.“







