პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
დორიან გრეის პორტრეტი

მხატვრული ლიტერატურა

დორიან გრეის პორტრეტი

ავტორი
ოსკარ უაილდი
ენა
ქართული
ISBN
9789941307812
გვერდები
260
წონა
0.270   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
softcover
აღწერა

რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.