მხატვრული ლიტერატურა
A Feast for Crows
ეს არის ჯორჯ მარტინის საკულტო ფენტეზი საგის მეოთხე წიგნი – „ნადიმი ყვავებისთვის“ (A Feast for Crows), რომლის მიხედვითაც გადაღებულია HBO-ს სერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეოთხე სეზონი. საუკუნოვანი მტრობის შემდეგ, შვიდ სამეფოში მყიფე ზავი მყარდება, თუმცა გადარჩენილები, კანონგარეშეები და ახალი მოკავშირეები ფერფლზე ახალ შეთქმულებებს ხლართავენ. საზარელი მომავლის წინაშე დიდებულები, ჯადოქრები, მკვლელები და ჯარისკაცები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ. ყვავების ნადიმზე ბევრი სტუმარია, მაგრამ მხოლოდ ცოტა თუ გადარჩება.







