პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Dubliners

მხატვრული ლიტერატურა

Dubliners

ავტორი
James Joyce
ენა
ინგლისური
ISBN
9780451530417
გვერდები
272
წონა
210   კგ
გამოცემა
2007
ფორმატი
Paperback
აღწერა

ჯეიმს ჯოისის გამორჩეული მოთხრობების კრებული მისი მშობლიური, საყვარელი ქალაქის შესახებ.

ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს მოთხრობათა კრებულად მიჩნეული Dubliners („დუბლინელები“) მეოცე საუკუნის დასაწყისის „ძვირფასი, ბინძური დუბლინის“ ცოცხალი და დაუფარავი პორტრეტია. ამავე დროს, ის წარმოადგენს ერისა და ხალხის ზნეობრივ ისტორიას, რომლის „ოქროს ხანაც“ უკვე წარსულს ჩაბარდა.

ჯოისის მიერ ოსტატურად შექმნილი პერსონაჟები ერთდროულად ღრმად ირლანდიურიც არიან და სრულიად უნივერსალურებიც, რის გამოც მათ შეუძლიათ მკითხველის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენა.

მომნუსხველი თხრობისა და მდიდარი მხატვრული სახეების მეშვეობით ჯოისი თავისი დაბადების ქალაქის არსს ჩასწვდება. ის საოცარი რეალიზმით გადმოსცემს დუბლინელების მეტყველების თავისებურებებს და მათი შინაგანი სამყაროს სიღრმეებს გვიჩვენებს.

ეს შესანიშნავი კრებული თხუთმეტ მოთხრობას აერთიანებს და ჯეიმს ჯოისის შემოქმედებას მკითხველს ყველაზე ხელმისაწვდომი და, შესაძლოა, ყველაზე ღრმა ფორმით წარუდგენს.

შესავალი — ედნა ო’ბრაიენი.

ბოლოსიტყვაობა — მალაჩი მაკკორტი.