არამხატვრული ლიტერატურა
David Bowie
დეივიდ ბოუი ხატი იყო — არა მხოლოდ თავისი გასაოცარი მუსიკალური შემოქმედებით, არამედ იმ მომხიბლავი უნარითაც, არასოდეს დარჩენილიყო უცვლელი: არც სხვა პოპულარული არტისტების მსგავსად და არც საკუთარი თავის მიმართ.
ამ გამორჩეულ კრებულში ბოუი გვიჩვენებს იმ მძაფრ ინტელექტუალიზმს, მხატვრულ ხედვასა და იუმორს, რომლებიც მისი შემოქმედების მიღმა იდგა. პირველი ინტერვიუდან — რომელიც BBC-ს მოზარდობის ასაკში მისცა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მუსიკოსი გახდებოდა — უკანასკნელ ინტერვიუმდე, ბოუი ყველაზე ღრმა და ჩაღრმავებულ კითხვებს პასუხობს. გულახდილად საუბრობს საკუთარ სექსუალობაზე, ნარკოტიკების მოხმარებაზე, ჩაცმის სტილზე, მუსიკის შექმნის მეთოდსა და ბევრ სხვა საკითხზე.
ეს წიგნი გამჭრიახი, საინტერესო და შთამაგონებელი ხედვაა ბოლო ორმოცდაათი წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ის ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც იმ თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გლოვობენ ბოუის გარდაცვალებას, ისე მათთვისაც, ვინც მის შესახებ ბევრი არაფერი იცის.







