არამხატვრული ლიტერატურა
Abundance
აღმოაჩინეთ წარმატებით, კმაყოფილებით, სიმრთელითა და ხვავით აღსავსე ცხოვრების გასაღები.
ჩვენ ვცხოვრობთ შიშისა და უსაფრთხოების ნაკლებობის ეპოქაში, რომელიც შეპყრობილია დანაკლისის, სიმცირისა და შეზღუდვების მენტალიტეტით. ზედმეტად ხშირად ვფოკუსირდებით იმ საგნებზე, რომლებიც არ გაგვაჩნია, და ჩვენს ეგოს ვაძლევთ უფლებას მართოს ჩვენი ფიქრები, ქმედებები თუ რეაქციები, რაც ხელს გვიშლის უფრო დიდებულ მიზნებს მივაღწიოთ. ახლა ცვლილებების დროა — დროა შევცვალოთ ჩვენი ფოკუსი და ვისწრაფვოთ ცხოვრების უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ.
წიგნში „სიუხვე“ (Abundance), თანამედროვე მედიტაციის დიდოსტატი დიპაკ ჩოპრა (Deepak Chopra) გვიჩვენებს სიუხვისკენ მიმავალ გზას და მკითხველს ეხმარება, გახდნენ საკუთარი ცხოვრების გარდამქმნელები. იგი გვიხსნის, როგორ გადავლახოთ ჩვენივე გონებაში დაბადებული შეზღუდვებისა და შიშის გრძნობები, და გვთავაზობს მედიტაციებს, რომლებიც დაგვეხმარება ყურადღებისა და ინტუიციის სწორად წარმართვაში. ეს წიგნი არის თქვენი გზამკვლევი სტაბილურობის, კეთილდღეობის, შინაგანი ხედვის, შემოქმედებითობის, სიყვარულისა და ნამდვილი ძალაუფლებისკენ.







