კულინარია
The Good Mood Kitchen
გზამკვლევი კვებისა და კულინარიის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
შეცვალეთ თქვენი კვებისა და საჭმლის მომზადების ყოველდღიური ჩვევები, რათა მიაღწიოთ ენერგიის, ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის უკეთეს დონეს.
ეს წიგნი გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, სასარგებლო ინსტრუმენტებსა და გემრიელ რეცეპტებს, რომლებიც ეტაპობრივად გაგაცნობთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. მასში მოცემულია ათობით მარტივად გასაგები ილუსტრაცია, ჩამონათვალი და დიაგრამა, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ისწავლეთ, როგორ:
-
შეაფასოთ თქვენი საჭმლის მონელების ინდივიდუალური თავისებურებები და კვებითი საჭიროებები და შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი კვების რეჟიმი.
-
მავნე საკვები პროდუქტები, ინგრედიენტები და ჩვევები ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივებით ჩაანაცვლოთ.
-
გაუმკლავდეთ გლუტენის მიმართ მგრძნობელობასა და სხვა ალერგიებს.
-
დატვირთული დღის რეჟიმის პირობებში გამოიყენოთ საკვების მომზადების უფრო მარტივი და ჯანსაღი მეთოდები.
-
ამოიცნოთ კვებითი პრობლემები, რომლებიც შესაძლოა დეპრესიის, შფოთვისა და განწყობის სხვა დარღვევების მიზეზი იყოს.
-
ოჯახის წევრები და მეგობრები ჯანსაღი კვებითი ჩვევების დანერგვაში ჩართოთ.
და კიდევ ბევრი სხვა რამ.
ეს არის აუცილებელი კვებითი გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება სურს.
აღმოაჩინეთ გემრიელი გზები, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო ჯანსაღად და ბედნიერად ცხოვრებაში!







