პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Playground

მხატვრული ლიტერატურა

Playground

ავტორი
Richard Powers
ენა
ინგლისური
ISBN
9781324089391
გვერდები
381
წონა
0.540   კგ
გამოცემა
2024
ფორმატი
Paperback
აღწერა

თორმეტი წლის ევი ბოილიე მონრეალში საცურაო აუზის ფსკერზე ეშვება, ზურგზე მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი აკვალანგი აქვს მიმაგრებული. ინა აროიტა წყნარი ოკეანის სხვადასხვა სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იზრდება და ხელოვნება მისთვის ერთადერთი სახლია. ჩიკაგოს პრესტიჟულ საშუალო სკოლაში ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი სამი ათასი წლის წინანდელი სამაგიდო თამაშის წყალობით უახლოვდება ერთმანეთს. რაფი იანგი ლიტერატურის სამყაროში ჩაიკარგება, ხოლო ტოდ კინის საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში გასაოცარ გარღვევას გამოიწვევს.

ისინი ერთმანეთს საფრანგეთის პოლინეზიაში, ისტორიული მოვლენების კვალით აღბეჭდილ კუნძულ მაკატეაზე ხვდებიან. ოდესღაც ამ კუნძულის ფოსფორის საბადოები მსოფლიოს საკვებით მომარაგებას უწყობდა ხელს. ახლა კი ეს პატარა ატოლი კაცობრიობის მომავლისთვის განკუთვნილ ახალ პროექტად შეირჩა — იგეგმება მცურავი, ავტონომიური ქალაქების ღია ზღვაში განთავსება. თუმცა, პირველ რიგში, კუნძულის მცხოვრებლებმა კენჭი უნდა უყარონ პროექტის განხორციელებას და თანხმობა განაცხადონ მასზე ან უარი უთხრან ღია ზღვაში მცხოვრებთა ახალ საზოგადოებას.