პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Moby-Dick

მხატვრული ლიტერატურა

Moby-Dick

ავტორი
Herman Melville
ენა
ინგლისური
ISBN
9781509826643
გვერდები
768
წონა
1.050   კგ
გამოცემა
2016
ფორმატი
hardback
აღწერა

სრული ტექსტი, შემოკლებებისა და გამოტოვებების გარეშე.

იდეებითა და შთამბეჭდავი სახეებით მდიდარი, საოცარი ინტენსივობით გამორჩეული და მახვილგონივრული ირონიითა თუ განსაკუთრებული სილამაზის მომენტებით გაჯერებული „მობი დიკი“ ერთდროულად დიდი ამერიკული ეპოსი და წარმოსახვის საოცარი ძალით შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებია.

წიგნი გამოცემულია Macmillan Collector’s Library-ის სერიის ფარგლებში. ეს არის ულამაზესი, ქსოვილით შეკრული, ჯიბის ზომის კლასიკური გამოცემების სერია, რომლებსაც ოქროსფრად გაფორმებული კიდეები და სანიშნე ლენტი აქვს. ეს დახვეწილი წიგნები შესანიშნავი საჩუქარია ან სასიამოვნო შენაძენი ნებისმიერი წიგნის მოყვარულისთვის. წინამდებარე გამოცემას თან ახლავს ნაიჯელ კლიფის შემდგომი სიტყვა.

ვეშაპებზე მონადირე გემ „პიკვოდის“ ბორტზე ბრძენი და სულელი, განდგომილი და იდუმალი ადამიანებისგან შემდგარი ეკიპაჟი შეშლილი კაპიტნის, აჰაბის მეთაურობით სახიფათო ზღვებში მიემგზავრება. აჰაბის ერთადერთი მიზანი ლეგენდარული თეთრი ვეშაპის, მობი დიკის, მონადირებაა.

ჰერმან მელვილი ვეშაპმჭერი გემის პატარა სამყაროს გარდაქმნის ასპარეზად, სადაც კაცობრიობის შიშები, რწმენა და სისუსტეები დაუნდობელი ბედისწერის წინააღმდეგ იბრძვის.