მხატვრული ლიტერატურა
Mystery Guest
„Escape Room“-ის ავტორისგან — მომაჯადოებელი დეტექტიური რომანი, რომელიც მკითხველს გამოცანის ამოხსნას სთავაზობს. სამი ადამიანი ერთი და იმავე ადამიანის მკვლელობას აღიარებს. სამივეს აქვს მოტივი, მაგრამ ნამდვილი მკვლელი მხოლოდ ერთია.
გამოიცანი, ვინ არის?
მას შემდეგ, რაც მარია ჩვენებას აძლევს, რომლის შედეგადაც მისი ძმა ციხეში ხვდება, მისი ცხოვრება ქაოსში ეხვევა. ამ გადაწყვეტილებამ ოჯახი დაანგრია და მარია მეგობრებისგანაც გარიყა. სულ მალე კი მარიას გარდაცვლილს პოულობენ.
მისი სამი თანატოლი — კოდი, ნორა და პიპი — მკვლელობას აღიარებს. სამივეს აქვს მოტივი, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ ერთია.
როდესაც ცნობილი ხდება, რომ მარიას საიდუმლოებით მოცული, ნიღბიანი ფიგურა, რომელსაც მხოლოდ „იდუმალი სტუმრის“ სახელით იცნობდნენ, აწამებდა, სიმართლის ძიება კიდევ უფრო რთულდება.
ვინ იმალება ამ იდუმალი ნიღბის მიღმა? ვინ არის იდუმალი სტუმარი?
მარენ შტოფელსი ოსტატურად თამაშობს პერსპექტივებითა და პერსონაჟების მოტივებით, როგორც მხოლოდ მას შეუძლია — და შედეგად ქმნის მკვლელობის საიდუმლოებით სავსე, თავბრუდამხვევ რომანს, რომლის კითხვასაც ვერ მოსწყდები.







