არამხატვრული ლიტერატურა
The Crossing Place (A Journey Among the Armenians)
„ფილიპ მარსდენის კლასიკური სამოგზაურო წიგნის გადამუშავებული და განახლებული გამოცემა, რომელიც სომეხთა მასობრივი ჟლეტის ასი წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა.
მსოფლიო დონის ზესახელმწიფოდ საუკუნოვანი არსებობის შემდეგ, სომხეთმა მეოცე საუკუნეში გაუძლო მისი განადგურების ყოველგვარ მცდელობას. სომხებმა, რომელთა სახელიც ბუნდოვან ანტიკურობასთან ერთად თანამედროვე სამყაროსა და მის დაძაბულობასაც მოგვაგონებს, შექმნეს ცივილიზაცია და განვლეს დიასპორის გზა, რომელმაც აღმოსავლეთის მრავალი დიდი იდეა დასავლეთ ევროპაში ჩაიტანა.
„გზაჯვარედინი“ (The Crossing Place) არის ფილიპ მარსდენის შთამბეჭდავი თხრობა მისი ღირსშესანიშნავი მოგზაურობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, რაც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ხალხის საიდუმლოს ამოცნობას.
დაპირისპირებულ იმპერიებს, მეომარ რელიგიებსა და იდეოლოგიებს შორის მოქცეულმა — ისტორიის გზაჯვარედინზე მყოფმა — სომხებმა, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, როგორღაც მოახერხეს გადარჩენა. ეს არის მათი ისტორია, მოთხრობილი დღეს მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაური მწერლის მიერ.“







