ფასდაკლებული
წიგნები
წიგნები
„პროსპეროს წიგნებში“ მოქმედებს ყავის სახლი, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო გარემოში მიირთვათ ყავა და ჩაი, ასევე სხვადასხვა სახის სასმელი
კავკასიის პირველი ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზია და ყავის სახლი
კარგ წიგნებს ახლად მოხალული ყავა უხდება
გმადლობთ, რომ 1999 წლიდან ჩვენთან ერთად ქმნით მკითხველების, მწერლებისა და ყავის მოყვარულების საყვარელ სივრცეს
თანამედროვე მხატვრული ლიტერატურიდან კლასიკურ გამოცემებამდე — იპოვეთ თქვენი შემდეგი საყვარელი წიგნი ჩვენს თაროებზე.
აღმოაჩინეთ ილუსტრირებული წიგნები, შემეცნებითი გამოცემები და საბავშვო კლასიკა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.
დაისვენეთ ან იმუშავეთ მშვიდ გარემოში — სახლში მომზადებული დესერტები, რჩეული ჩაი და უფასო Wi-Fi.
მოკალათდით ჩვენს კომფორტულ სამუშაო სივრცესა და მყუდრო ეზოში რუსთაველის გამზირზე — სწრაფი Wi-Fi, საფირმო ყავა და შთამაგონებელი ატმოსფერო.
ვერ იპოვეთ სასურველი გამოცემა? ისარგებლეთ სპეციალური შეკვეთის სერვისით და ჩვენ ჩამოგიტანთ ნებისმიერ საერთაშორისო წიგნს.
გვეწვიეთ ახლად მოდუღებული ესპრესოს, არომატული ლატესა და სეზონური სასმელების დასაგემოვნებლად, სახლში მომზადებულ დესერტებთან ერთად.
წაიღეთ Prospero-ს არომატი სახლში — ყოველკვირეულად ადგილზე მოხალული მარცვლები ან თქვენი ყავის აპარატისთვის სპეციალურად დაფქული ყავა.
შეარჩიეთ ორიგინალური ბლოკნოტები, კალენდრები, სანიშნეები და თემატური საჩუქრები ნებისმიერი დღესასწაულისთვის.
ისარგებლეთ ონლაინ ფასდაკლებებით ან გვეწვიეთ Pop-up მაღაზიაში სიონის ქუჩა #8-ში (ქარვასლის მუზეუმში).
„პროსპეროს ბუქსში“ თქვენ ნახავთ მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურას ინგლისურ, ქართულ და სხვა ენებზე. შეგიძლიათ შეიძინოთ ინგლისური სახელმძღვანელოები და მეორადი წიგნები, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია მაღაზიის კრედიტზე.
„პროსპეროს წიგნების“ მისიაა შექმნას სტუმართმოყვარე გარემო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მკითხველებისთვის, სადაც მათ გამორჩეული მომსახურება, საგულდაგულოდ შერჩეული წიგნები და უმაღლესი ხარისხის ყავა დახვდებათ. ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო სივრცე თითოეული სტუმრისთვის და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენთან ყოველი ვიზიტი და შენაძენი განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნიდეს. ბიზნესის ეთიკურ წარმოებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს გუნდს განვითარების, ინოვაციებისა და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას — რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ დინამიკურობა და ათწლეულების განმავლობაში ვემსახუროთ საქართველოს ლიტერატურულ საზოგადოებას.
წიგნების გარდა, „პროსპეროს წიგნები“ გთავაზობთ საჩუქრებს, საკანცელარიო ნივთებსა და სხვადასხვა აქსესუარს, ასევე ისეთ სერვისებს, როგორიცაა PBY საწევრო პროგრამა, უფასო ინტერნეტი და კომფორტული საერთო სამუშაო სივრცე .
ჩვენს კაფეში შეგიძლიათ დაისვენოთ და დააგემოვნოთ ახლად მოხალული სპეშალთი ყავა, ჩაის სხვადასხვა სახეობა, სენდვიჩები, სალათები და სახლში მომზადებული ნამცხვრები. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ყავა და ჩაი წონით — ჩვენი ყავა ყოველკვირეულად, ადგილზე იხალება და ზავდება.