მხატვრული ლიტერატურა
Silence Of The Lambs
კლასიკური თრილერი ოსკაროსანი ფილმის უკან.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სტაჟიორმა კლარის სტარლინგმა უნდა იპოვოს მიუწვდომელი სერიული მკვლელი.
დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია.
ფსიქოპათ კანიბალ ჰანიბალ ლექტერს...
სერიული მკვლელი, მეტსახელად „ბაფალო ბილი“, ქალებს იტაცებს, შიმშილით ტანჯავს, შემდეგ კი კლავს და ტყავს აძრობს. FBI-ის ახალბედა თანამშრომელ კლარის სტარლინგს ავალებენ დახმარება სთხოვოს დაპატიმრებულ ფსიქოპათს, დოქტორ ჰანიბალ „კანიბალ“ ლექტერს, რომლის ცოდნა სერიული მკვლელების გარყვნილი გონების შესახებ შეუდარებელია.
თუმცა, საკუთარი გონების ყველაზე ბნელ ლაბირინთებში კლარისის შეშვების სანაცვლოდ, ჰანიბალი მისი გონების გამოკვლევას იწყებს. იგი ბაფალო ბილის ფსიქიკის ამოსახსნელად ფასად კლარისის ბავშვობის დემონების გაზიარებას ითხოვს.
კლარისმა იცის, რამდენად საშიშია ეს ადამიანი და რა საშინელი რამეების გაკეთება შეუძლია მას ამ ინფორმაციით. თუმცა, ქალები კვლავ ქრებიან, დრო კი სულ უფრო ცოტა რჩება...







