კულინარია
Wine Folly: Magnum Edition
„ვაინ ფოლის“ (Wine Folly) შემქმნელებმა სრულიად ახალ აუდიტორიას გაუხსნეს გზა ღვინის სამყაროსკენ. მათ სრულიად დამწყებებსაც კი გაუმარტივეს ძირითადი საფუძვლების გაგება თავიანთი პირდაპირი რჩევების, მარტივი საილუსტრაციო გრაფიკისა და პრაქტიკული სადეგუსტაციო მითითებების წყალობით.
ახლა ისინი ბრუნდებიან ახალი, დელუქს გამოცემით, რომელიც თქვენს ცოდნასა და დაფასებას სულ სხვა დონეზე აიყვანს. წიგნი სავსეა იმ თვალში საცემი ვიზუალებითა და მარტივად აღსაქმელი რჩევებით, რომლებითაც ეს ბრენდია ცნობილი. „ვაინ ფოლის“ დელუქს გამოცემა (Wine Folly Deluxe) წარმოდგენილია ახალი იერით, რეგიონების შესახებ ორჯერ მეტი ინფორმაციითა და უამრავი ახალი თუ ალტერნატიული სტილის ღვინის მიმოხილვით.
თავისი მარტივი და პრაქტიკული პასუხებით ღვინოსთან დაკავშირებულ ყველა თქვენს კითხვასა და ინტერესზე — წითელი თუ თეთრი? მსუბუქი თუ სხეულიანი? ესპანური თუ პორტუგალიური? — ეს არის იდეალური გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი გამოცდილების გაფართოება, და შესანიშნავი საჩუქარი თქვენს ცხოვრებაში არსებული ღვინის მოყვარულისთვის (ენოფილისთვის).







