მხატვრული ლიტერატურა
Silverview
ჯულიან ლაუნდსლიმ მიატოვა თავისი მაღალანაზღაურებადი, პრესტიჟული სამსახური ლონდოში, რათა უფრო მარტივი ცხოვრებით ეცხოვრა და ინგლისის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში წიგნის მაღაზია გაეხსნა. თუმცა, მისი ახალი კარიერის დაწყებიდან სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ, მის კართან ჩნდება პოლონელი ემიგრანტი, ედვარდი. იგი დიდ ინტერესს იჩენს ჯულიანის ახალი წამოწყების მიმართ და საოცრად ბევრი რამ იცის მისი ოჯახის ისტორიის შესახებ. ამავდროულად, როდესაც ლონდონში, სპეცსამსახურის უფროსის კარზე ჩნდება წერილი, რომელიც მას სახიფათო გაჟონვის შესახებ აფრთხილებს, გამოძიებას კვალი სწორედ ამ წყნარ, ზღვისპირა ქალაქისკენ მიჰყავს... „სილვერვიუ“ (Silverview) არის მომნუსხველი ამბავი უმანკოებისა და გამოცდილების, საზოგადოებრივი მოვალეობისა და პირადი მორალის შეჯახებაზე. ჩვენი ეპოქის უდიდესი მემატიანის, ჯონ ლე კარეს ამ უკანასკნელ, დასრულებულ შედევრში ავტორი სვამს კითხვას: რა მართებთ თქვენს ქვეყანას მაშინ, როდესაც მას ვეღარ ცნობთ?







