არამხატვრული ლიტერატურა
Homelands
„Homelands“ არის თანამედროვე ისტორიის, რეპორტაჟისა და მემუარების განსაცვიფრებელი სინთეზი, რომელიც ევროპის შესახებ ჩვენი დროის უდიდეს მწერალს ეკუთვნის.
ნახევარსაუკუნოვან მოგზაურობებსა და ფიქრებზე დაყრდნობით, „Homelands“ მოგვითხრობს ევროპის ისტორიას 1945 წელს ომის ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის შემდეგ: როგორ აღდგა და ხელახლა აშენდა იგი ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ გათავისუფლდა და გაერთიანდა, რათა მიახლოებოდა „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი“ ევროპის იდეალს... და როგორ შეყოვნდა შემდგომ.
ტიმოთი გარტონ ეშმა (Timothy Garton Ash) მთელი ცხოვრება ევროპის შესწავლას მიუძღვნა. ეს წიგნი, რომელიც მეტად პერსონალური და ემოციურია, სავსეა ცოცხალი გამოცდილებით, შეხვედრებითა და ანეკდოტური ისტორიებით: დაწყებული მისი მამის მოგონებებით მოკავშირეთა ნორმანდიაში გადასხმის (D-Day) შესახებ, დასრულებული პოლონელ დოკერებთან, კოსოვოს მთებში მყოფ ალბანელ პარტიზანებთან თუ პარიზის ყველაზე ღარიბ უბნებში მცხოვრებ განრისხებულ მოზარდებთან ინტერვიუებით. ავტორი ასევე გვიზიარებს გამოცდილებას, როდესაც იგი კონსულტაციას უწევდა პრემიერ-მინისტრებს, კანცლერებსა და პრეზიდენტებს დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და აშშ-ში.
„Homelands“ ერთდროულად არის უპრეცედენტო პროგრესის ეპოქის ცოცხალი ისტორია და ნათელი ანალიზი იმისა, თუ როგორ აირია ყველაფერი შემდგომში — 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან დაწყებული უკრაინის ომით დასრულებული. თავისი არსით, ეს წიგნი არის გადაუდებელი მოწოდება ამ უძველესი და უდიდესი კონტინენტის მოქალაქეებისადმი, რათა გააცნობიერონ და დაიცვან ის, რასაც ჩვენ ერთობლივად მივაღწიეთ.







