პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Zen and the Art of Saving the Planet

არამხატვრული ლიტერატურა

Zen and the Art of Saving the Planet

ავტორი
Thich Nhat Hanh
ენა
ინგლისური
ISBN
9781846047169
გვერდები
320
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
softcover
33.5 ₾
67 ₾
-50 % Off
შენ დაზოგე
33.5 ₾
  კალათაში
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

საყვარელი სულიერი ლიდერი გვთავაზობს გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი გონება ცვლილებებისთვის და როგორ ვიმოქმედოთ სწორად პლანეტისა და საკუთარი თავის გადასარჩენად.

„ბერი, რომელმაც მსოფლიოს გაცნობიერებული სუნთქვა და ცხოვრება (mindfulness) ასწავლა“ – Time

ამ ოსტატურ ნამუშევარში, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სულიერი ლიდერი გვიზიარებს თავის სიბრძნეს იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ ის ცვლილება, რომლის ნახვაც თავადვე გვსურს სამყაროში.

ამ მღელვარე დროში ყველანი უკეთეს სამყაროზე ვოცნებობთ, თუმცა ბევრი ჩვენგანი თავს უმწეოდ გრძნობს და არ იცის, რა შეუძლია გააკეთოს. ტიტ ნატ ჰანი (თაი) სრულიად ნათლად ამბობს: არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რისი შეცვლის ძალაც შეგვწევს და რასაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს — ეს ჩვენი გონებაა. ის, თუ როგორ ვხედავთ და ვფიქრობთ მოვლენებზე, განსაზღვრავს ყველა ჩვენს არჩევანს, ყოველდღიურ ქმედებებს (თუ უმოქმედობას), იმას, თუ როგორ ვეკიდებით მათ, ვინც გვიყვარს (ან ვინც გვეწინააღმდეგება) და როგორ ვრეაგირებთ კრიზისის დროს ან მაშინ, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვსურდა.

ეს ძლიერი სულიერი გზამკვლევი, რომელიც სავსეა მისივე განხორციელებული აქტიური ქმედებების შთამბეჭდავი მაგალითებით, ბუდისტური იგავებითა და ყოველდღიური ხელმისაწვდომი მედიტაციებით, გვიჩვენებს წინსვლის გზას. იგი გვიხსნის ცვლილებების შესაძლებლობებს და გვასწავლის, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ კოლექტიურ გამოფხიზლებასა და იმ ეკოლოგიურ რევოლუციაში, რომელიც ჩვენს დანაწევრებულ სამყაროს ასე სასოწარკვეთილად სჭირდება.