კულინარია
Cooking With Vegetables
„ბოსტნეულისადმი მიძღვნილი სასიყვარულო წერილი — ეს მშვენიერი წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს.“ — ჯეიმი ოლივერი
„განსაცვიფრებელი გზამკვლევი გამორჩეული და თამამი არომატების სამყაროში, რომელიც გვიბიძგებს, თავდაჯერებულად და გაბედულად მოვამზადოთ კერძები. თანაც, ეს რეცეპტები ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. რა შეიძლება არ მოგეწონოთ?“ — ჯესი ინჩოსპე, №1 ბესტსელერის, The Glucose Goddess Method და The Glucose Revolution, ავტორი.
ჯესი ჯენკინსის სადებიუტო კულინარიული წიგნი გთავაზობთ ორიგინალურ და მარტივ კერძებს, რომელთა მომზადებაც ერთი უბრალო ინგრედიენტით იწყება — მაგალითად, სტაფილოთი, კომბოსტოთი, პრასით ან პომიდვრით — და საბოლოოდ უგემრიელეს კერძად იქცევა. წიგნში 100-ზე მეტი შემოქმედებითი რეცეპტია წარმოდგენილი.
წიგნში შეხვდებით ისეთ რეცეპტებს, როგორებიცაა:
-
გრილზე შემწვარი სალათის ფურცლები მარინადში დამუშავებული არტიშოკითა და ანჩოუსით;
-
მისოს მინანქრით მომზადებული ყაბაყი;
-
ცივი, ცხარე მწვანე ლობიო სეზამისა და არაქისის სოუსით;
-
გრილზე შემწვარი ბარდა, დამწნილებული პომიდორი და ბურატა;
-
ახალი კარტოფილის სალათი კაპერსით, ზეთისხილითა და კამით;
-
ფინიკისა და სტილტონის ტარტი ხალაპენიოს ფენოვანი ცომით;
-
შებოლილი ბადრიჯნისა და ოსპის რაგუ;
-
შემწვარი შალოტი ჩორიზოთი და ნაღების სოუსში მომზადებული ლობიოთი;
-
კიმჩის პუტანესკა;
-
მოშუშული ცერეცო ცხარე მუხუდოთი და თხის ხაჭოთი;
-
ჯოანის მელასიანი ორცხობილები.
ჯესი, იგივე Another Day in Paradise, კალიფორნიული ფესვებისთვის დამახასიათებელ თავისუფალ და თანამედროვე მიდგომას ყოველდღიური, სხვებთან გასაზიარებელი კერძების მომზადების ხელოვნებას უთავსებს.
ის ბოსტნეულს ისეთივე ყურადღებითა და ოსტატობით ამზადებს, როგორსაც ხშირად ხორცსა და თევზს ვუთმობთ. სხვადასხვა ტექნიკისა და არომატის ფენების გამოყენებით კი შესანიშნავ შედეგს აღწევს — მიუხედავად იმისა, მიირთმევთ თუ არა ხორცსა და თევზს, თუ მცენარეულ კვებას ანიჭებთ უპირატესობას.
ჯესის რეცეპტების დიდი ნაწილი ვეგეტარიანულია, ხოლო დანარჩენი კერძების ვეგეტარიანულ ვარიანტებად გარდაქმნაც მარტივია.
„ჯესიმ შექმნა კულინარიული წიგნი, რომლის დაწერაც თავად ვისურვებდი. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ეს სწორედ ის წიგნია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუბრუნდები შთაგონებისთვის, როდესაც სახლში მშიერი და დაღლილი ვბრუნდები, საკუთარ რესტორანში ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ.“ — ჯექსონ ბოქსერი
„ნამდვილად ულამაზესი წიგნი, სავსე გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტებით. ჯესი გვიჩვენებს, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესო შეიძლება იყოს ბოსტნეული, როდესაც მას ყურადღებითა და ფანტაზიით ვამზადებთ.“ — სკაი ჯინგელი
„ზრუნვა და სიყვარული ამ წიგნის თითოეულ გვერდს გასდევს. ეჭვგარეშეა, ეს ისეთი კულინარიული წიგნია, რომელსაც ისევ და ისევ გამოიყენებთ.“ — ბენ ლებუსი, Mob-ის დამფუძნებელი.
„ამ წიგნში ყველაფერი ზუსტად ისაა, რისი ჭამაც მინდა. ეს ნამდვილი გემოვნებაა. და მხოლოდ საჭმელს არ ვგულისხმობ.“ — ნიკ გრიმშოუ







